1. დაატრენინგეთ თქვენი თანამშრომლები
დაეხმარეთ თქვენ თანამშრომლებს უკეთ გაიაზრონ და გაითავისონ ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხები და დაიცვან სამსახურებრივი და პირადი ციფრული სივრცე. თქვენი თანამშრომლები გაივლიან ისეთ საკითხებს, რომლებიც ყოველდღიურობის ნაწილია, მათ შორის, სმარტფონებისა და ელ-ფოსტის უსაფრთხოებას, პაროლების მართვას, სოციალურ ქსელებში კონფიდენციალობის საკითხებს
2. მოუწყვეთ კიბერ-შეტევის სიმულაცია
თქვენ თანამშრომლებს ეცოდინებათ რა მეთოდებს იყენებენ ჰაკერები, შეეძლებათ ელექტრონულ სივრცეში მოსალოდნელი საფრთხეების იდენტიფიცირება და შესაბამისი ტექნიკებით მათი თავიდან აცილება რეალურ სცენარებზე დაფუძნებული კიბერ-თავდასხმის სიმულაციის მეშვეობით, პრაქტიკაში შეგეძლებათ ნახოთ როგორ იყენებენ თქვენი მომხმარებლები ტრენინგის საშუალებით მიღებულ თეორიულ ცოდნას.
3. ნახეთ და გააანალიზეთ შედეგები
ტესტების დიდი ბაზის საშუალებით შეამოწმებთ მომხმარებლების მიერ სხვადასხვა საკითხების ათვისების დონეს, ხოლო შეტევის სიმულაცია კი დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ სუსტი რგოლი მოსახერხებელი რეპორტინგი საშუალებას მოგცემთ მონიტორინგი გაუწიოთ თანამშრომლების პროგრესს დროთა განმავლობაში