ჩვენ შესახებ

Cyberclass არის უნიკალური კორპორატიული ონლაინ სასწავლო პლატფორმა, რომელიც
გამოირჩევა თავისი მიდგომით – მარტივად და მოხერხებულად მიაწოდოს ორგანიზაციების
თანამშრომლებს საჭირო ცოდნა ინფორმაციული უსაფრთხოების, შრომის უსაფრთხოებისა
და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. ორგანიზაციებს კი დაეხმაროს უამრავი
ფინანსური და ადამიანური რესურსის დაზოგვაში თანამშრომელთა ეფექტური დატრენინგებით.


ჩვენი სასწავლო პლატფორმა მაქსიმალურად ორიენტირებულია კომპანიების
საჭიროებებზე, სადაც პროცესების მართვა და მონიტორინგი ერთი სივრციდანაა
შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ Cyberclass რეგულატორული შესაბამისობის
უზრუნველსაყოფად იდეალური გამოსავალია. პლატფორმაზე ერთდროულად ნებისმიერი
რაოდენობის თანამშრომლის დატრენინგებაა შესაძლებელი.

Cyberclass ონლაინ კორპორატიული ტრენინგების ქართული პლატფორმაა,
რომლის დახმარებითაც ორგანიზაციები მარტივად ახერხებენ საკუთარი თანამშრომლების
გადამზადებას კიბერუსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და შრომის უსაფრთხოების
მიმართულებებით. ასევე, კომპანიებს შეუძლიათ მათთვის სასურველი კურსები დაამატონ
პლატფორმაზე.

უმეტეს საჯარო და კერძო კომპანიაში ადამიანი უმეტეს შემთხვევებში არის
უნებლიე კიბერ თავდასხმის მსხვერპლი, რაც კომპანიისთვის საფრთხის შემცველია. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციება მუდმივად უნდა უზრუნველყონ თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება კიბერ საკითხებზე.

ჩვენი ტრენინგ პლატფორმა ორგანიზაციებს დაეხმარება, უფრო მარტივად და ეფექტურად
წარმართონ თანამშრომელთა სასწავლო პროცესი. Cyberclass.ge-ზე განთავსებული
ინფორმაცია/კონტენტი სრულად ქართულ ენაზეა, რაც ორგანიზაციის ნებისმიერ საფეხურზე მყოფ თანამშრომელს აძლევს საშუალებას, მყარი წარმოდგენა შეიქმნას ინფორმაციულ და კიბერ უსაფრთხოებაზე, რათა სამომავლოდ დაიცვას საკუთარი თავი და ორგანიზაცია ჰაკერული თავდასხმებისგან.

ჩვენ მრავალი წელია, ვთანამშრომლობთ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორთან. ყველა ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციას ჰქონდა თანამშრომლების ცნობიერების ამაღლების პრობლემა კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით. ეს გლობალური ტენდენციაცაა. ფიზიკური ტრენინგის ჩატარებას სჭირდება საკმაოდ დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსის მობილიზება. ასევე, მნიშვნელოვანია ლოჯისტიკის საკითხი – თუ ორგანიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს, საჭიროა ადამიანების თავმოყრა ერთ ადგილზე, ტრენინგის ჩასატარებლად. ინგლისურ ენაზე უკვე მრავალი მსგავსი პლატფორმა არსებობს. ჩვენ გავაანალიზეთ მათი შესაძლებლობები, გამოვიკვლიეთ თითოეული მათგანის უარყოფითი და დადებითი მახასიათებლები. საბოლოოდ კი, შევქმენით ციფრული პროდუქტი, რომელიც არსებული უცხოური პლატფორმების ყველა ხარვეზის გათვალისწინებით, ჩვენს კლიენტებს საუკეთესო ხარისხისა და ეფექტიანობის ინფორმაციული უსაფრთხოების ონლაინ კურსს სთავაზობს.

ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ მარტივად აღსაქმელ, ვიზუალური მასალებითა და ვიდეოებით გამდიდრებულ კონტენტს, რომელიც უმოკლეს დროში უზრუნველყოფს მათი კომპანიის თანამშრომლებში ინფორმაციული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებას. cyberclass-ის კონტენტი, რომელიც ეხება კიბერ უსაფრთხოების სხვადასხვა თემებს, უკვე მზადაა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაათვალიეროს დემო კურსი, რომელშიც სრული საკურსო მასალების ნაწილია მოცემული. ჩვენი გუნდი მუდმივად აახლებს კონტენტს, რათა თანამედროვე ტენდენციებსა და პარტნიორი ორგანიზაციების მოთხოვნებს სწრაფი ტემპით ავუწყოთ ფეხი.
გარდა ამისა, პლატფორმას გააჩნია ტესტირების ავტომატური სისტემა. ჩვენ გვაქვს შეკითხვების დიდი, განახლებადი ბაზა. ავტომატური სისტემა უზრუნველყოფს, ტრენინგის მონაწილეებს შეკითხვები და მათი პასუხებიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მიეწოდოს. ეს ყოველივე იქნება სანდოობის გარანტი პარტნიორი ორგანიზაციებისთვის, რომ მათმა თანამშრომლებმა მიმდინარე ონლაინ კურსი საფუძვლიანად, გააზრებულად და შედეგზე ორიენტირებულად გაიარეს.

დაგვიკავშირდით